ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვში გაიმართება” – ხაზაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებთ, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მოსკოვში შეხვდებიან ერთმანეთს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დღეს, 9 ოქტომბერს არის დანიშნული.”ბაქო და ერევანი ადასტურებენ მათ მზადყოფნას, რათა მონაწილეობა მიიღონ მოსკოვში გასამართ კონსულტაციებში. შეხვედრა უკვე მზადდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები” – განაცხადა ზახაროვა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. მხარეებს შორის ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა.

 

 

 

იტვირთბა....