ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაღებიდან ამოიღეს სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას

თბილისის ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებს მუშაობას.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები, შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი.

„პრაქტიკულად, ბაღებიდან ამოვიღეთ სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები განთავსდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

იტვირთბა....