“მივესალმები ივანიშვილს. მან ვერ გაბედა ჩემი საქართველოში შემოშვება”, – ამის შესახებ აზეირბაიჯანმა ჟურნალისტმა სოციალური ქსელის საშესახებ განაცხადა.
“ივანიშვილის მთავრობა მშიშარაა. მათ ჩემი ჩამოსვლის ეშინიათ, რადგან ეს მათივე დანაშაულებებს გამოაშკარავებს. ისინი ვერ დამალავენ იმას, რაც ჩაიდინეს. ისინი, მათ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს პასუხს გასცემენ”, – წერს აფგან მუხთარლი.
ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს უნდა თბილისში დღეს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მას ბერლინის აეროპორტში უარი უთხრეს საქართველოში გამგზავრებაზე.
როგორც მუხტარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ “საბუთები არ ჰქონდა წესრიგში”.
ცნობისათვის, გამომძიებელი ჟურნალისტი, ბოლოს, საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლი პროკურატურაში მისვლას და ჩვენების მიცემას გეგმავს. ამბობს, რომ დეტალურად გაიხსენებს თბილისიდან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ მის გატაცებას.