ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

„ედუარდ შევარდნაძის ასაკი რატომ არ გახსოვდათ, ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ“

„62 წლის ივერი მელაშვილს რომ დაჰგურგურებთ, ასაკოვანია, მოხუცია და ემანდ არაფერი მოუვიდესო, 69 წლის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე რომ დააპატიმრა მანიაკმა სააკაშვილმა, მაშინ რატომ არ შეწუხდით მისი ასაკის გამო“, – ამის შესახებ პირველი არხის სამურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მძინარიშვილი ივერი მელაშვილსი ასაკზე ის ხალხი აპელირებს, ვინც 66 წლის სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდა.

„თქვენ ის ხალხი არ ხართ, 66 წლის სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდით 2018 წელს და დღესაც აგრძელებთ მის შეურაცხყოფას?!
უფრო მეტიც, იმ დროს ივერი მელაშვილზე მთელი 13 წლით უფროსი იყო ედუარდ შევარდნაძე და 2003 წელს რატომ არ გახსოვდათ მისი ასაკი, 75 წლის პრეზიდენტს რომ დასცინოდით და აგინებდით?!
ახლა გაგახსენდათ ასაკი?!
თქვენ ის ხალხი არ ხართ, ასაკობრივი ნიშნით მაღალი დონის პროფესიონალები სამსახურებიდან, მათ შორის, უნივერსიტეტებიდან რომ გაყარეთ და გოგო-ბიჭები დანიშნეთ უმაღლეს თანამდებობებზე?!
უზნეოები ხართ, ჩვეულებრივი უზნეოები“. – წერს მძინარიშვილი.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

იტვირთბა....