ახალი ამბები

„კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ პაციენტებში, კოვიდის ლეტალობა შემცირდა“

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, გრიპზე ვაქცინირებულ პაციენტებში, კორონავირუსის ლეტალური მაჩევენებლი 17%-ით შემცირდა.

როგორც ბუწაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია.

„ბრაზილიაში ჩატარდა კვლევა 92664 კოვიდის მქონე პაციენტზე, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის. (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში დაიწყეს 2020 წლის მარტიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი.
ამიტომ მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც მნიშვნელოვანია“.- წერს ბუწაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....