თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს საკუთარი შვილის საფრავზე ააფეთქეს. პროკურატურამ გიორგი სოსანაშვილი 2015 წლის 7 თებერვალს დააკავა. გამოძიების თანახმად, სოსანაშვილი 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე. პროკურატურამ ჩაატარა დნმ-ის გენეტიკური ექსპერტიზა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს დაემთხვა.