ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დახურულია “ვაჟა ფშაველას” და “სახელმწიფო უნივერსიტეტის” სადგური” – სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად ჯგუფი დილიდან მუშაობს. ამის შესახებ Report.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

“ჯერჯერობით ისევ დახურულია “ვაჟა ფშაველას” და “სახელმწიფო უნივერსიტეტის” სადგური. ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებლები მოძრაობენ “დელისის” სადგურამდე. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ადგილზე იმყოფება. გუშინაც იგივე მიზეზით იყო დროებით დაკეტილი და სამწუხაროდ დღეს უფრო გრძელვადიანი აღმოჩნდა” – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურები “ვაჟა ფშაველა” და “სახელმწიფო უნივერსიტეტი” ტექნიკური ხარვეზის გამო დილიდან არ მუშაობს.

იტვირთბა....