საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს „დინამო არენის“ შესასვლელთან „ქართული სპორტის ქომაგები“ დახვდნენ.
აღსანისნავია, რომ ეპიდემოლოგიური ვითარების გამო, სტადიონზე მაყურებელთა თავშეყრა არ დაუშვეს.
დინამო არენაზე დაიწყო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის.
წარმატების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ფინალურ თამაშზე მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ფინალური მატჩის დაძლევის შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.