საქართველოში დასაქმებულთა საშუალო თვიური სახელფასო ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიხარდა და1 129.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კვლევა “საქსტატმა” გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში
შეინიშნება.
რაც შეეხება საშუალო ხელფასს გენდერული ნიშნით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარით განისაზღვრა.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.
დიაგრამის მიხდვით, 2019 წელს რეგიონებში საშუალო სახელფასო ანაზღაურება შემდეგნაირად გამოიყურება”
აჭარის ა.რ. – 952.9 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი – 901.9 ლარი;
ქვემო ქართლი – 851,4 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 793,1 ლარი;
იმერეთი – 723,2 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი – 711,6 ლარი;
შიდა ქართლი – 707,2 ლარი;
კახეთი – 690,2 ლარი;
გურია – 617,7 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 556,9 ლარი.
კვლევით ირკვევა, რომ საშუალო ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – თბილისში ფიქსირდება(1350 ლარი), ხოლო ყველაზე დავალი – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში(556,9 ლარი).
ავტორი: თათია შაიშმელაშვილი