“მე რომ ვიყო ტეხასელი გადასახადის გადამხდელი და ვიცოდე, რომ ჩემი გადახდილი გადასახადებიდან $250 000 წავიდა ადამიანის განათლებაში, რომელიც ახლა დიდუბეში იყრის კენჭს, ტვინში სისხლი ჩამექცეოდა. არასწორია ეს პოლიტიკა ამერიკაშიც და საქართველოშიც”.
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი.
ტელეკომპანია “კავკასიაზე” გამართული პოლიტიკური დებატების დროს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ აშშ-ს განათლების სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი სადოქტორო პროგრამა აშშ-მ $250 000-ით დააფინანსა.