ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მას თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდა კონტაქტი” – სიღნაღში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსი შუახნის კაცს დაუდასტურა, რომელსაც კონტაქტი თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდა. შედეგად შესაძლოა სოფელში კარანტინი გამოცხადდეს.

ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ადგილობრივების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. მანამდე კი პაციენტს თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 74 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იტვირთბა....