საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 66-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 824 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1310-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.