პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ ინციდენტის შემდეგ TV პირველის სტუდია დატოვა. გადაცემის წამყვანებმა გიორგი ნიორაძემ და ვიკა ბუკიამ მას სიტყვა “ყიზილბაშის” გამოყენებაზე შენიშვნა მისცეს და უთხრეს, რომ ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა.
ირაკლი კაკაბაძემ ამ შენიშვნის შემდეგ წამყვანს ყიზილბაშების მონა უწოდა და სტუდია დატოვა.