“ყველა ადამიანს ვისაც ექნება კონტაქტი კოვიდვისურიანი ყველანაირი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაც არის წარმოუდგენელი, რადგან 12 დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ასევე ტესტირების გარეშე გავიდეს გარეთ, მაგრამ იმავე დღეს რომ ჰქონდეს ისევ ვინმე ინფიცირებულთან შეხება ისევ თვითიზოლაციაში უნდა დაბრუნდეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს. ყოველი გამოსვლისას ამბობენ, რომ გავაკეთებთ შევიძენთ დავატრეინინგებთ, ყველაფერს სამომავლოდ გეგმავენ და ახლა არაფერს აკეთებენ.”
ვატო სურგულაძე – „ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენელი
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში.