“რადიო იმედის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო იმედმა“ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
„მეგობრებო, „რადიო იმედის“ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი (COVID 19), რომელიც დაინფიცირდა შვილისგან, ის გადაყვანილია კლინიკაში და უტარდება სათანადო მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის აღმოჩენამდე, მას რადიოს ოფისთან და თანამშრომელბთან კავშირი არ ჰქონია” – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ტელეკომპანია “იმედის” დილის წამყვანს, ზურაბ ბალანჩივაძეს დაუდასტურდა.