ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

კორონავირუსის მართვაში ჩართული მედპერსონალი სახელფასო დანამატს მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ის სამედიცინო მუშაკები, რომლებიც კორონავირუსის მართვის პროცესში არიან ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს მედიცინის პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს.

“დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები, მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი ხელფასზე”, – განაცხადა ტიკარაძემ.

იტვირთბა....