საქართველოს პრემიერ0მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციონერ ლიდერებთან გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძესთან პოლიტიკური დებადები შედგება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განცხადებით, პოლიტიკური დებატები საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
“უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. აქ საუბარია პარტიულ დებატებზე, ხშირ შემთხვევაში ამისთვის, სამწუხაროდ, მე დრო არ მაქვს ფიზიკურად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება. ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობითსვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტია “ლელოს” თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” დებატებში იწვევს.