„გადაუდებელი მოქმედებისა და ინვესტიციების გარეშე, კრიზისი, რომელიც სწავლებასთან დაკავშირებით არსებობს, კატასტროფაში გადაიზრდება“, – ამის შესახებ UNESCO-ს, ხელმძღვანელის, ოდრი აზულის, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) გენერალური დირექტორის, გაი რაიდერის და Education International-ის გენერალური მდივნის, დევიდ ედვარდსის საერთო განცხადებაში ვკითხულობთ.
ისინი მსოფლიოს მოუწოდებენ, მასწავლებელთა მაღალხარისხიანი განათლებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ინვესტიციების გაზრდისაკენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ კრიზისის პირობებში, ყველა მასწავლებელი უნდა იყოს აღჭურვილი ციფრული და პედაგოგიური უნარ-ჩვევებით, რათა მათ შეძლონ დისტანციურად სწავლება და მოერგონ ჰიბრიდულ მეთოდებს.
„COVID-19-მა, რომელმაც დააზარალა 63 მილიონზე მეტი მასწავლებელი, გამოავლინა მუდმივი სისუსტეები და გააუარესა არსებული უთანასწორობა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს გავრცელდა.