ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მსუბუქი ან უსიმპტომო ჯოვიდპაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე”- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ0მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,  ინფიცირებული ადამიანის კონტაქტი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენამდე ოჯახის ექიმის მართვაზე უნდა იყოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ადამიანი, რომელიც არის მაგალითად, ინფიცირებულის კონტაქტი, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი თუ არ გვაქვს, უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე.

მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლების შესაბამისად ბინაზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციაში ყოფნის ელემენტარული წესების დაცვის შესძლებლობა, დამატებით შევქმენით კოვიდსასტუმროები და მოვათავსებთ იზოლაციაში.

როგორც კი ჩნდება პირველი სიმპტომები, რა თქმა უნდა, ერთვება პირველი ეტაპი სწრაფი გამოვლენის – ტესტირება და ეს ადამიანი ექვემდებარება შემდგომ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას,”- აცხადებს გახარია.

პრემიერის თქმით, დღეს სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულად არის მზად იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს.

იტვირთბა....