ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიის შიდა გავრცელების ფონზე, რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევები იქნება, ამიტომაც, სკოლამ სწრაფად უნდა შეძლოს ადაპტირება.
როგორც მან „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ამას სჭირდება კონტაქტების გამოკვლევა, მათი იზოლაცია და თუ საჭირო გახდება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.
„ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, ჩვენმა სკოლებმაც მიიღეს ეს გამოცდილება. მთავარია, არ შეწყდეს სასწავლო პროცესი და გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე. ვფიქრობთ, სკოლები ამას თავს გაართმევენ და ამის მზაობაც არსებობს“.- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 შემთხვევა გამოვლინდა.