გამომდინარე იქედან, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უფლება არ მისცა ქართველ ქომაქებს საქართველო-ბელარუსის მატჩს დაესწრონ, სოციალურ ქაელში ვრცელდება მოწოდება, სადაც გულშემატკივრები “დინამო” არენასთან შეკრებას აანონსებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობამ აგვიკრძალა 8 ოქტომბერს საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასწრება, გულშემატკივრები ვიკრიბებით “დინამოსთან” ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ!!!!
გეგმა ასეთია: “დინამოს” შესასვლელთან დავხვდებით და მხურვალედ გავამხნევებთ სტადიონზე მოსულ ქართველ ფეხბურთელებს. მატჩის დაწყების შემდეგ გადავინაცვლებთ “მუშტაიდის ბაღში”, სადაც მატჩის საყურებლად დაგხვდებათ “გირჩის” მიერ დამონტაჟებული დიდი ეკრანი, ლუდი და მისთანები.”,- წერია ინფორმაციაში, რომელსაც sportall.ge-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ერთა თასის გათამაშებიდან საქართველოს ნაკრებს შანსი აქვს გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამისათვის მან 2 ბარიერი უნდა გადალახოს. პირველი თამაში ბელორუსთან ხვალ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ან კოსოვოს, ან მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.