აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელი, იბრაჰიმ აჰმედოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები.
„აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნულია აჰმედოვის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა სცადა. აღნიშნულს ერევანი უარყოფს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი