aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადაუხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ილია ფილფანის ოჯახი განსხვადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც მოზარდის მშობლები აცხადებენ, ისინი მზად არიან, ჯიმდოს სახით შვილის მპოვნელს 50 000 ლარი გადასცენ. ხოლო, ვინც მოზარდთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის – 30 000 ლარს მისცემენ.

“გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისათვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად იმყოფება ამ დროს ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი. ნებისმიერი ინფორმაციისათვის რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან მიგვითითებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს, 30 000 ლარს გადავცემთ. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი, თუ არსებობს ერთი პროცენტი მაინც რომ საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ“, – აღნიშნა ილია ფილფანის დედამ, ქსენია ფილფანმა.

მათი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, განიხილავენ ყველა შესაძლო ვერსიას და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

ცნობისთვის, 13 წლის  ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....