“პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ რთულია ამ ამბით ცხოვრება და ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. არ ვიძახი, რომ ვინმეს სიკვდილში რამე წვლილი მიმიძღვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ამბავში, თვითონ ფაქტი არის მომხდარი ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი შედეგია დამდგარი. ჩემთვის ამასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ ასე იქნება ყველა ამ საქმის ფიგურანტისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, ამ ამბავში ყველა დამარცხებულია.”
მიხეილ კალანდია – დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული
“ინტერპრესნიუსი”
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. განაჩენი დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.