ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტო) სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა

Twitter-ზე ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა, რომელიც იუწყება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ბაქო-ჯეიჰანის სტრატეგიული დანიშნულების მილსადენს ესროლა. ჰაჯიევი დამადასტურებელ ფოტომასალასაც ავრცელებს.

„სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – წერს ჰაჯიევი.

შეგახსენებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები ყარაბაღში გრძელდება. ორივე მხარეს არის საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი.

 

იტვირთბა....