ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაანონსებული 150 ლარის ნაცვლად, ბიუჯეტის პროექტით, პედაგოგების დანამატი იანვრიდან 100 ლარით გაიზრდება

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული, თუმცა, პრემიერ-მინისტრის გასული წლის განცხადების შესაბამისად, უფროსი, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები დანამატის გაზრდას 150 ლარის ოდენობით უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ელოდნენ.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განსაზღვრულია 1 738.1 მლნ ლარით.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის
    ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 9.3 მლნ ლარამდე;
  • უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 18.2 მლნ ლარამდე;
  • წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 885.0 მლნ ლარი;
  • განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი
    პირობებით უზრუნველყოფა – 240.0 მლნ ლარი;
  • მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 26.3 მლნ ლარი;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 23.6 მლნ ლარამდე;
  • პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი” – 33.0 მლნ ლარი და სხვა.

პროფესიული განათლების მიმართულებით განსაზღვრულია  – 52.5 მლნ ლარი.

  • უმაღლესი განათლება – 147.2 მლნ ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 65.5 მლნ ლარი;
  • ინკლუზიური განათლება – 23.7 მლნ ლარი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება – 125.8 მლნ ლარი.
იტვირთბა....