“იპოდრომი არის კარიკატურა იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო. მაგრამ, გული აღარ გაგვისკდება იპოდრომთან დაკავშირებით. ჩემი დამოკიდებულება იცით ივანიშვილისადმი, მაგრამ ამ საქციელისთვის მადლობის მეტი არაფერი ითქმის.”
ალეკო ელისაშვილი – ოპოზიციონერი ერთ-ერთი ლიდერი
:დღის ამბები”
ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკი” 36 ჰექტარზე განთავსდება.