“30 შემთხვევა 100 000-ზე ეს ფაქტობრივად იმის მანიშნებელია, რომ „მწვანე ზონაში” აღარ ვართ. ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ ციფრს მივუახლოვდით და ისედაც ფაქტია, რომ ჩვენ მომდევნო დღეებშიც გვექნება აღმავლობა და უკვე აღარ ვართ „მწვანე ზონა”. ცოტა კიდე გაგრძელდება აღმასვლა, მოხდება სტაბილიზაცია და შემდეგ დაიწყება შემცირება. საბოლოო გარდატეხა კი მაშინ მოხდება, როდესაც ვაქცინა გვექნება და ეს იქნება 2021 წლის დასაწყისში.”
მაია ბუწაშვილი – ინფექციონისტი.
ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა.