მთავარი ციტატა

“აბსოლუტურად სხვა ღირებულება ექნება მასწავლებლის ხელფასსაც, პენსიასაც და ნებისმიერ შემოსავალს”- რომან გოცირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე

“რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. აბსოლუტურად სხვა ღირებულება ექნება მასწავლებლის ხელფასსაც, პენსიასაც და ნებისმიერ შემოსავალს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ ბიუჯეტიდან იმ შემთხვევაშიც, ეს კურსიც რომ იყოს შენარჩუნებული, რაც საეჭვოა ამ ხელისუფლების პირობებში და ლარი ჩამოინგრევა.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა.

იტვირთბა....