“ეს ბიუჯეტი არის გულარხეინად შედგენილი ბიუჯეტი, რისი ქამრების მოჭერა?! ფუფუნების არც ერთი ხარჯი არ არის შემცირებული. 25 მილიონი არის გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილების შესაძენად, იმდენად უნამუსოდ იქცევიან. რისი 20 ლარით პენსიის ზრდა, დიდი ხანია ინფლაციამ შეჭამა ეს 20 ლარი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს არის ნახევარფაბრიკატი, ჯანდაცვის ხარჯები არ არის სწორად დაგეგმილი, თითქოს მეორე ტალღა არც არსებობდეს და ქვეყანაში კატასტროფული სცენარით არ მიდიოდეს საქმე. პანდემიის ხარჯებიც კი არ არის ჩადებული.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა.