ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

მთაწმინდის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, შვიდი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.

სამუშაოები განხორციელდა: ი. ნიკოლაძის ქუჩა N6-ში; ვ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში; გ. რჩეულიშვილის ქუჩაზე, IV კორპუსის მიმდებარედ; ფ. ლაპიაშვილის I ჩიხი N 1-ში; გ. ათონელის ქ. N5-ში; ოქროყანაში, თაყაიშვილის ქუჩაზე და კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე;

პროექტის ფარგლებში, შვიდივე მოედანზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის  მწვანე ხელოვნური საფარი, განთავსდა  ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათების სისტემები.

რაიონის მასშტაბით, მსგავსი პროექტები ეტაპობრივად კიდევ გაგრძელდება.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 429 390 ლარი გამოიყო.

 

 

იტვირთბა....