“არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, მეტსაც გეტყვით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად. არანაირი შეზღუდვა ეს არ არის, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობლები ვიქნებით. ქალაქი მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ რომ შემდეგ პროექტის განხორციელებისთვის იქ, ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
აღნიშნული განცხადებით, თბილისის მერი, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.