ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდი მკვეთრად იცვლება – საქართველოში დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს

6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში, 6-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპიც იყოს.

ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, 6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

იტვირთბა....