ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი ახალი პაციენტები

საქართველოში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. სამი აჭარაში, ერთი კი მცხეთაში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, რომელსაც პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. 64 წლის ქალს კი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დიაბეტი აღენიშნებოდა. მესამე გარდაცვლილი 84 წლის კაცია. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი. მეოთხე პაციენტი მცხეთაში გარდაიცვალა. 67 წლის ქალი ონკოლოგიური პაციენტი იყო.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 9248 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, 58 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1 100, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....