მთავარი ციტატა

“თუ ამის უნარი აქვს, ტვინი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რატომაც არა?” – ბრეგვაძე კიკაბიძის პოლიტიკაში მოსვლაზე

“ბუბას თავისი ხედვა აქვს, როგორც უნდა, ისე იქცევა. ყველა ადამიანს ვცემ პატივს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ემსახურება. მინდა მოვიდეს ჯგუფი, რომელიც ჩემი საქართველოსთვის გააკეთებს რაღაცას. ბუბას კარგი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება მან რაღაც გააკეთოს, არ ვიცი. დაბეჯითებით, ვერაფერს გეტყვით.”

ნანი ბრეგვაძე – მომღერალი

“პრაიმტაიმი”

აღნიშნული განცხადებით ბრეგვაძე, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებას ეხმაურება.

კითხვაზე: როგორ ხედავს ხელოვანის პოლიტიკაში ჩართვას – ბრეგვაძე პასუხობს: “თუ ამის უნარი აქვს, ტვინი და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, რატომაც არა? მოვიდეს და იქნებ კულტურის საქმე კარგად წაიყვანოს.”

იტვირთბა....