ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გმირთა მოედანზე ავარია მოხდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა. როგორც ირკვევა, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ.

ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყეს.

იტვირთბა....