ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არა, ეს არ იყო მთლად ჭორი” – თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ

„არა, ეს არ იყო მთლად ჭორი, მე ვფიქრობდი ამაზე”, – აღნიშნული განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მისი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც თენგიც ცერცვაძემ  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, თანამდებობის დატოვებას პირადი ფაქტორების გამო გეგმავდა.

„არა, ეს არ იყო მთლად ჭორი, მე ვფიქრობდი ამაზე, რაღაც გარკვეული პირადი ფაქტორების გამო, მაგრამ შემდეგში, სწორედ იმიტომ რომ არის შემტხვევების გარკვეული მატება და ჩემი ყოფნა ამჟამად როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ჩავთვალეთ რომ საჭიროა, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ახლა არ იყო ამისთვისბ შესაფერისი დრო. კონფლიქტთან დაკავშირებული ეს არ იყო, ეს იყო დაკავშირებული, ჩემ ყოფით, პირად ფაქტორებთან”

იტვირთბა....