ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იპოდრომის აღდგენის გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო სატყუარაა.
როგორც გოცირიძემ “რუსთავი 2″-ის ეთერში განმარტა, თუ ვაკის პარკს ერთ ლარად მიყიდიან, კორპუსებს აშეენებდა, რომელსაც 90%-ს მოუგებდა, შემდგომ კი ტერიტორიას ხალხს გადასცემდა
,მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი – ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა”, – განმარტა გოცირიძემ.
მისივე განცხადებით, 31 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება
,,ეს არის მორიგი წინასაარჩევნო ტრიუკი, რაღა წინასაარჩევნოდ ახსენდება ბიძინა ივანიშვილს რაღაცების ჩამოწერა? ,,ლაგუნა ვერე” რომ ბაყაყებით აივსო და 10 წლის დაჭაობებულია და ლომმა კაცი შეჭამა, გადმოსცეს ლაგუნა ვერეც, როგორც ჩანს, მომავალი არჩევნებისთვის ინახავს, მაგრამ არ დასჭირდება. ამ არჩევნებზე დასრულდება “ქართული ოცნება”. იპოდრომის აღდგენის გეგმა წინასაარჩევნო სატყუარაა. რომელიმე დაპირება მითხარით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” თქვა წინასაარჩევნოდ და შეასრულა?! ივანიშვილის ერთმა კომპანიამ, რაღაც მაქინაცია ჩაატარა და 60 მილიონად მიჰყიდა იპოდრომი მეორეს და მართლა თუ გადაეცა, ამის აშენების ტვირთი გადავა თბილისის ბიუჯეტზე. “ქართუს” 600 მილიონიანი კიბოს ცენტრიც უნდა აეშენებინა და სად არის”, – განაცხადა გოცირიძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.
შეგახსენბთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მალე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.