ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება. ამის შესახებ მან “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ეპიდემია ბათუმის საზღვარს გაცდენილი არა არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ლოკალიზებული ეპიდემიის პირობებში პრევენციული კონტროლის ბერკეტები უფრო მეტია.
„ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიება და იზოლაცია. პრევენციული ზომები რა თქმა უნდა გრძელდება და ამ შედეგის დასანახად სულ მცირე 2 კვირა გვჭირდება, რათა გამოიკვეთოს სად მივდივართ. ინფიცირებულთა ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის გეომეტრიული პროგრესით ზრდა, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ ზომებს შედეგი აქვს.
ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა. კარგია რომ მძიმე შემთხვევები ნაკლებია და შესაბამისად საწოლფონდის გადატვირთვის რისკიც ნაკლებია. ჯერჯერობით სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.