მთიან ყარაბაღში მიმდინარე სომხეთისა და აზერბაიაჯანის ომის გამწვავების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟი სამხედრო ძალებში მოხალისედ ჩაეწერა. ამის შესახებ პოსტი ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ჩვენი ვაჟი არმიის რიგებში ჩაეწერა” – წერია პოსტში.
დღეს რამდენიმე საათით ადრე ნიკოლ ფაშინიანმა ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სამხედრო სამსახური მოხალისეებად ჩაწერისკენ მოუწოდა. განკარგულება ეხებოდა სამხედროებს, რომელთაც არმიაში სამსახური წელს დაასრულეს. რაც შეეხება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვაჟს, აშოტ ფაშიანიანს მისი სამხედრო სამსახური მიმდინარე წლის ივნისში მორჩა. დისლოკაციის სხვა წერტილებს შორის, აშოტ ფაშინიანი მთიან ყარაბაღშიც მსახურობდა.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.