“რაც მოხდა და რაც სიმართლეა, ის უნდა მოვყვე. ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. პირადად ბექაურთან მქონდა შეხება. არც არავინ არის, რომ ხელი დავადო. ვისთან ჰქონდა თვითონ ბექაურს კავშირი და რატომ ჰქონდა, რომ გავახედოთ, ლოგიკურად ყველა მიხვდება რა და როგორ იყო.”
გიორგი ხუმარაშვილი – თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი.
ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
ცნობისათვის, გიორგი ხუმარაშვილი პოლიციაში იკითხება. გამოძიებას დღეს პირველი ჩვენება უნდა მისცეს. ხუმარაშვილი თვითმკვლელობამდე მიყვანაში ზურაბ ბექაურს ადანაშაულებს, რომელიც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართული პირია.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს ახალგაზრდამ ხელი ოთხ ადგილას გადაისერა და შემდეგ თავის ჩამოხრჩობა სცადა. ხეზე ჩამოკიდებული ის დედამ იპოვა.