ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გელით ყველას” – ჯაფარიძე ფეხბურთის მოყვარულებს მუშტაიდში მატჩის საყურებლად ეპატიჟება

“გირჩის” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მსურველებს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის ერთად ყურებას სთავაზობს. ამის შესახებ პოლიტიკოსი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

“8 ოქტომბერს, 19:00 საათიდან, მუშტაიდის ბაღში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მექნება ამომრჩევლებთან შეხვედრა. გვექნება ეკრანი, რომელზეც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩს. გელით ყველას. პ.ს. სტადიონზე არაო, ფეხბურთიაო, და კორონააო” – წერს ჯაფარიძე.

ცნობისათვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ​მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

იტვირთბა....