ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მშობლებს მიმართავს

საქართველოს მთავრობა სკოლის მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს, არ გაუშვან ბავშვი სკოლაში, თუ მას აქვს მომატებული ტემპერატურა, (37 გრადუსი და მეტი), ხველა, სურდო, ან სხვა რესპირატორული სიმპტომი.

ასეთ შემთხვევაში, მთავრობის რეკომენდაციაა, მშობელმა სკოლას აცნობოს ბავშვის გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, გამოიძახოს ოჯახის ექიმი ან დარეკოს 112-ზე.

„სკოლაში ბავშვებმა უნდა დაიცვან, მინიმუმ, ერთმანეთთან დისტანცია, ხშირად დაიბანონ ხელები საპნით და დაიმუშავონ სპირტიანი ხსნარით“. – მოგვიწოდებს მთავრობა.

იტვირთბა....