“ჩვენ დღეს მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება ინფიცირებულთა რიცხვის მატებისათვის და გახარიას განცხადება, რომ სამედიცინო სექტორის რესურსი არ არის შეუზღუდავი პირდაპირი მინიშნებაა, რომ ჩვენ შეიძლება მათი არასწორი ქმედების გამო აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს მასშტაბით არ იქნება სამედიცინო სექტორში საკმარისი, საწოლები, შეიძლება სასუნთქი აპარატები და ეს პირდაპირი ვალდებულებაა ივანიშვილის მთავრობის.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში
აღნიშნული განცხადებით ჭიაბერაშვილი, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ვირუსის მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, თუმცა ჯანდაცვის სისტემის რესურსი არ არის შეუზღუდავი.