მთავარი ციტატა

“ივანიშვილი და სააკაშვილი არიან ერთი ტანიდან ამოსული ორი თავი”- მამუკა ხაზარაძე

“დავით გარეჯის თემის წამოწევა პოლიტიკური სპეკულაციაა. ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, როცა დიდი თემის გადაფარვა უნდათ. მათ უნდათ არჩევნების წინ დაიწერონ ქულები, მაგრამ ეს არ გამოუვათ. აზერბაიჯანის მხრიდან ამ თემას შეხედეთ, ახლა როცა ომი მიდის და ამ თემაზე გამოძებას იწყებ, ეს არის პროვოკოაცია.”

 

მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” თავმჯდომარე

“დღის ამბები”

ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ დავით გარეკთან დაკავშირებული გამოძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც გამოიყენონ.

“ბიძინა ივანიშვილი და სააკაშვილი არიან ერთი ტანიდან ამოსული ორი თავი. ამიტომ, ეს წინა საარცევნო მასკარადი არავის სჭირდება.”

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

იტვირთბა....