ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება

დღეს, 5 სექტემბერს, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან, 10 000 ლარი გადაეცემა.

ფინალისტები არიან:

  • სოფიო გოგოხია — აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • მარინე ვართუმაშვილი — ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • ანა კინწურაშვილი — თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი;
  • თეონა შერაზადიშვილი — ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • ელზა ხარშილაძე — საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 20:00 საათზე დასახელდება.

იტვირთბა....