სამართლიანი არჩევნების (ISFED) თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიზანი შეიძლება ამომრჩევლის განწყობაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდება იყოს.
როგორც ელენე ნიჟარაძე აცხადებს, იპოდრომის გაჩუქების საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კითხვის ნიშნებს აჩენს.
“ის ფაქტი, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხორციელდება, საკმაოდ დაძაბულ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ქართუ პირდაპირ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. მიზანი შეიძლება, იყოს არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის განწყობაზე, რათა არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მათი დადებითი მხარდაჭერა მოიპოვოს”, – აცხადებს ნიჟარაძე.
ცნობისთვის, ფონდი “ქართუ” თბილისის მუნიციპალიტეტს “უსასყიდლოდ გადასცემს” ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.