aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა რაც გადაიხადა, ამოიღო” – გოცირიძე იპოდრომის მერიისთვის გადაცემას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე იპოდრომის თბილისის მერიისთვის გადაცემის თემას ეხმაურება. მისი თქმით, იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში კი – თანამედროვე განაშენიანებული სივრცე. სინამდვილეში კი მივიღეთ ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა.

“მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი. რაც გადაიხადა, ამოიღო ივანიშვილმა”. – აღნიშნავს გოცირიძე.

მისი თქმით, იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა. გოცირიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება.

“ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა. ვერ უშველის ეს. განადგურებული ”ლაგუნა ვერეც” და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ მიაყოლოს ამ ”საჩუქარს”, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს”. – აღნიშნავს გოცირიძე.

შეგახსენებთ, 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.

იტვირთბა....