რუსეთის ჩემპიონატში, ყაზანის “რუბინმა” გროზნოს “ახმატს” უმასპინძლა, სადაც ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ამასთან ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.