“როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიდის ომი, დავით გარეჯის თემის წამოწევა არის პოლიტიკური სპეკულაცია და ქართველების ემოციებზე ზემოქმედება, თითქოს მათ ახლა გაახსენდათ დავით გარეჯი.”
მამუკა ხაზარაძე – „ლელოს“ თავმჯდომარე
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებტან დავით გარეჯის თემაზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.